cat`s and my dream (ფოტორეპორტაჟი)

ფიქრი იმაზე. თუ რაზე გამეკეთებინა ფოტორეპორტაჟი, დიდხანს არ დამიჭირვებია. ცხოველები მიყვარს. განსაკუთრებით კატები. თუ ვიტყვი, რომ მათი ბედით ბავშობიოდან ვარ დაინტერესებული, გადჭარბებული არ იქნება. ალბ ათ ჩვეულებრივი ამბავია, როცა პატარა ბავშვ უნდა მდიდარი გახდეს, როცა დიდი გაიზრდება და თუ კითხავთ რატომ, სავარაუდოდ გიპასუხებს რომ დიდი ბარბის სახლი უნდა ქონდეს, ან დისნეილენდში წავიდეს, ან კიდევ არ ვიცი ამ შემთხვევაში ჩემი ფანტაზია სავარაუდო პასუხებსაც კი ვერ წვდება. მიზეზი ისაა რომ ჩემი პასუხი მათგან რადიკალურად განსხვავდება, მას შემდეგ რაც მივხვდი რომ კატები ძალიან მიყვარს ( უადგილო არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ არანორმალურად), ეს კი ღრმა ბავშვობაში მოხდა, მტკიცედ გადავწყვიტე, რომ როცა გავიზდრდებოდი აუცცილებლად ბევრი ფული მექნებოდა და შევძლებდი უზარმაზარი სახლი ამეშენებინა, სადაც, ყველა კატა, რომელიც ქუჩაში, უპატრონოდ, საკვების გარეშე და სითბოს მოკლენბული იქნებოდა, თავის თბილ კერას იპოვნიდა.
ეს ფოტორეპორტაჟიც სწორედ ისეთ კატებზეა, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ და იმედია ოდესმე ჩემი ,,ოცნების სახლში მოხვდებიან ”
IMG_1901

IMG_1904

IMG_1909

IMG_1905

IMG_2096IMG_2098

IMG_2104

IMG_1907

IMG_2097

Red Hot Chili Peppers

იმის გამო, რომ უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ვუსმენ როკ ჯგუფ, ,, Red Hot Chili Peppers “ sდიდ სიამოვნება ს მანიჭებს მათი მოსმენა და ვთვლი რომ დიდი როლი შეიტანეს როკ მუსიკის ისტორიაში, გადავწყვიტე დამეწერე მცერე პოსტი მათ შესახებ . შემეკრიბა ყველა ის იმფორმაცია, რაც ამ წლების განმავლობაში გამიგია მათზე.
Red Hot Chili Peppers არის მუსიკალური red-hot-chili-peppers-ellen-von-unwerth-im-with-you-photo-shoot-promotional-photo-008ბენდი, რომელიც 1983 წელს ჩამოყალიბდა ლოს ანჟელესში, როდესაც ჯგუფის სოლისტი, ანტონი კედისმა და ერთერთიმა წევრმა მაიკლ ბალზარმა კოლეჯში გაიცვენს ერთმანეთი და ბენდის დაარსება გადაწყვიტეს. მალე მათ ჰილელ სლოვაკი და ჯეკ აირონსი შეუერთდათ. 1988 წლამდე ჯგუფის შემადგენლობა უცვლელი იყო, სანამ ერთერთი წევრი, ჰილელ სლოვაკი, ჰეროინის გადამეტებული დოზით არ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, ჯგუფმა გამოუშვა CD mothers milk, რომელსაც მოჰყვა CD Blood Sugar Sex Magik, რომელიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით გავრცელდა, ალბომი შეიცავდა ისეთ ჰიტებს როგორიცაა Under the Bridge და Give It Away. 1999 წელს კი ჯგუფმა გამოუშვა ჰიტი რომელსაც ალბათ საუკუნეების განმავლობაში ეყოლება ტავისი მსმენელი.
Red Hot Chili Peppers- მა შვიდჯერ აიღო გრემის ჯილდო. მსოფლიოს მაშტაბით კი 80 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.
Red-Hot-Chili-Peppers მას შემდეგ რაც ჯგუფმა ორი წევრი, ფლი და კედისი დაკარგეს, მალევე დაიწყეს შემცვლელი მუსიკოსების ძებნა. მალევე სლოვაკის შემცვლელად დიუეინ მაკნაითი იპოვნეს, თუმცა მალევე დაითხოვეს ჯგუფიდან. პელიგრომ კი აირონი ჩაანაცვლა. ფლი, კედისი და პელიგრო დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და ხუმრობით შექმნილი ბენდიც კი ჰქონდათ ,, Three Little Butt Hairs“ დათხოვნის შემდეგ პელიგრომ ჯგუფის წევრებს გააცნო, თავისი ახლაგაზრდა გიტარისტი მეგობარი, ჯონ ფრუსიანტე. მალე ბენდში განხეთქილება მოხდა და პელიგროც გაუშვეს ჯგუფიდან, რომლის შემცვლელადაც გუნდში ახალი დრამერი ჩედ სმიტი მოვიდა.
Red Hot Chili Peppers- ის ახლლანდელი შემადგენლობა ასეთია : ენტონი კედისი (სოლისტი) მაიკლ ბალზარი (ფლი ), ჯონ ფრუსკანტე (გიტარისტი ) , ჩედ სმიტი (დრამერი)
ჯგუფი დღესაც დიდი პოლულარობით სარგებლობს და აგრძელებს ალბომების გამოშვებას.

doomsday- მანია

ტეგები

, , ,

2012-Doomsday-Prophesy-Doom-Earth-End-Begindoomsday

თუ ახლა ამ სტატიას კითხულობ, ეს იმას ნიშნავს, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს სამყაროს აღსასრული არ დამდგარა. Mმიუხედავად მაიას ტომის წინასწარმეტყველებისა თუ  ამოუცნობი პლანეტა –ხ-ისა, რომელსაც დედამიწისკენ ჰქონდა აღებული გეზი და ჩვენს პლანეტას განადგურებას უქადდა, ჩვენ დღეს ისევ აქ ვართ, პლანეტა დედამიწაზე, ცოცხლები!

,,ყველა ეძებს თავის გზას ცხოვრებაში, ეს გზა არასოდესაა სწორი და დაუბრკოლებელი, მას თითოეული ადამიანი მიჰყავს გასასვლელთან, მაგრამ გამოსასვლელი არ ნიშნავს მივიწყებას, ეს მხოლოდ დასწყისია.”-ეს მაიას ტომის წინასწარმეტყველებაა, სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. Mმაიას ტომის უძველესმა წინაპრებმა, რომლებიც სამხრეთში, მექსიკაში, ჩრდილოეთიდან ჩამოვიდნენ, თან ჩამოიტანეს  კალენდარი, რომელზეც არა მხოლოდ Dდღეები, წლები და კვირებია ღნიშნული, არამედ დედამიწაზე არსებული ცივილიზაციის ეპოქებიც. სწორედ ამ კალენდარში, ნათქვამია, რომ ,,21დეკემბერი, 2012 წელი-მეოთხე მზის ეპოქა, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოივრობთ, მთავრდება”. Bბევრი თვლიდა, რომ ამ დღეს აღსრულდებოდა წინასწარმეტყველება  და აპოკალიფსი დადგებოდა.

პანიკური შიშის დათესვაში უდიდესი როლი ერთერთმა პირველმა, როულანდ ემერიკის მიერ 2009 წელს გადაღებულმა,ყველაზე მაღალ ბიუჯეტიანმა (260 000 000 )  ბლოკბასთერმა ,,2012”-მა ითამაშა, რომელიც სამყაროს აღსასრულზეა ნაჩვენები.  Aამ ფილმმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა და ხალხმა მოახლოებულ აპოკალიფსზე დაიწყო საუბარი.

თუმცა ყველაფერი მაიას ტომის წინასწარმეტყველების აღმოჩენით არ დაწყებულა, მანამდე იყო შუმერების მიერ აღმოჩენლი პლანეტა ნიბირუ (ხ , ერისი) ,რომელსაც გეზი დედამიწისკენ ჰქონდა აღებული. ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ შეჯახება უნდა მომხდარიყო 2003 წელს, მაგრამ რადგან არაფერი არ მოხდა,  აღსასრულის დღე 2012 წლის  დეკემბერში გადაიტანეს, რომელიც შემდეგ დაუკავშირდა მაიას ტომის კალენდრის წინასწარმეტყველებას  2012 წლის 21 დეკემბერს სამყაროს აღსასრულის შესახებ.

2003 წელს, მართლაც, დიდი მოლოდინი იყო სამყაროს აღსასრულისა, ხალხი იმდენად იყო დარწმუნებული იმაში, რომ 2003 წელს პლანეტა დედამიწისგან მტვერიც კი აღარ დარჩებოდა, როგორც იტყვიან 2003 წლის საახლაწლო სუფრაზე ჭიქასაც კი არ წევდნენ. მაგრამ არაფერიც არ მოხდა. Gგაწბილებულმა ხალხმა ახლა 2012 წლის აღსასრული დაიჯერა და ახალი ენერგით დაიწყო მზადება აპოკალიფსისთვის.

ხალხის ზღვარს გადასული პანიკისგან შეშფოთებულმა ნასამ (აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო აშშ-ში) ნასას საიტზე ამ ამოუცნობ პლანეტებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. მათი თქმით, ისტორიები პლანეტა ნიბირუსა თუ სხვა მისტიუურ პლანეტებზე, რომებიც დედამიწას განადგურებით ემუქრება, მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული მცარი ინფორმაციებია, რომებიც ხალხში შიშის დანერგვას ემსახურება და წარმატებითაც ახერხებს. Eეს ისტორიები რომ მართალი იყოს და მათი დედამიწასთან შეჯახების რეალური საფრთხე არსებობდეს, უკვე დიდიხანია შევძლებდით ამ პლანეტების შეუიარაღებელი თავლით დანახვას.

E ეს ისტორიები პლანეტებზე არ გახდა საკმარისი ხალხის  დასაშინებლად და მალევე გაჩნდა ,,გონივრული ეჭვი”, რომ  2012 წელს დედამიწას უზარმაზარი კომეტა დაეცემოდა და გაანადგურებდა. რეალურად დედამიწაზე კომეტებისა თუ ასტეროიდების ჩამოვარდნის საფრთხე ყოველთვის იყო და არის დღესაც, თუმცა, მეცნიერების თქმით, ეს კომეტები იმ ზომის არაა, რომ რაიმე საფრთხე შეუქმნას პლანეტის არსებობას. Yყველაზე დიდი კომეტა დედამიწაზე 65 მილიონი წლის წინ ჩამოვარდა და  მაშინაც  დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. დღესდღეობით, ნასას ასტრონავტების გამოკვლევითა და დაკვირვებით, დედამიწის ახლოს არ არსებობს მიახლოებით იმ ზომის კომეტაც კი, რომელმაც  მილიონობით წლის წინ დინოზავრების გადაშენება გამოიწვია.

პლანეტა ნიბირუს, უზარმაზარი კომეტებისა თუ მაიას ტომის კალენდრის წინასწარმეტყველებასთან ერთად, საპატიო ადგილს იკავებდა  გავრცელებული აზრი მოსალოდნელ ,, სრულ დაბნელებაზე”, რომელიც 21  დეკემბრის მოახლოებასთან ერთად გაჩნდა. Aამ მოსაზრების მიხედვით, 2012 წლის დეკემბერში პლანეტების განლაგება ერთ ხაზზე სრულ დაბნელებას  გამოიწვევდა დედამიწაზე, ნასას მეცნიერების თქმით, არავითარი დაბნელება არ მოხდებოდა, ეს ინფორმაცია გავრცელდა მხოლოდ იმიტომ რომ ხალხი წაექეზებინათ და სრული დაბნელებისთვის ,,მზადებას” შესდგომოდნენ. Aეს ,,მზადების” პროცესი კი ყოველგვარ საზღვრებს გასცდა.  ხალხიDდიდი რაოდენობით იმარაგებდა საკვებს. მალე   საიტებზე გამოჩნდა განცხადებები კომფორტულ ბუნკერებში ადგილების გაყიდვაზე. ასეთ ბუნკერში ადგილის დაჯავშვნა მამაკაცებისთვის 10 000 , ხოლო მანდილოსნებისთვ ის 7 000 ჯდებოდა.

საბოლოოდ დადგა  2012 წლის შიშიმომგვრელი 21 დეკემბერი,. ხალხი ღამის თორმეტი საათიდან ელოდებოდა აპოკალიფსის მომასწავლებელი ნიშნების გამოვლენას, მაგრამ ისევ ,,გაგვაწბილა” დედაბუნებამ , არც ზეცა ჩამობნელდა, არც მეტეორი დაგვეცა და არც პლანეტა. რას იზამ, ბუნებასაც უყვარს გახუმრება,  უბრალოდ ისაა, რომ  აგერ უკვე რამდენი წელია ჩვენ ვერა და ვერ განგვივითარდა იუმორის გრძნობა.  რადგან 21 დეკემბერს გადავრჩით და არაფერი მოხდა, ბენდნიერი ხალხი ღმერთს მადლობას შესწირავს და შვებით ამოისუნთქებს, თუმცა ეს ცოტა ხნით. ერთ თვეში, ორ თვეში ან იქნებ ერთ წელიწადში, სადმე ქვეყნიერების მეორე ბოლოში აღმოაჩენენ კიდევ ერთ წინასწარმეტყველებას, რომლის მიხედვითაც 2020 წელს დედამიწაზე სიცილის ვირუსი გავრცელდება და ყველანი სიცილ-ხარხარში ამოვიხოცებით, ან რაიმე უფრო კრეატიულს  იმედი ვიქონიოთ…

მამებისა და დედების ბრძოლა

ტეგები

, , , ,

,,ქალის ფეხსაცმელები, შემდეგ წიგნების გროვა ოთახის ცენტრში, ამ წიგნებზე შემდგარი ფეხშიშველი ქალი, რომელსაც თავი ყულფში გაუყვია და სასოწარკვეთილი მზერით „ყოფნა-არ ყოფნის“ დილემის გამოხატვას ცდილობს. ამ დროს კი ოთახში მეორე სართულიდან კიბით ეშვება გადაცემის წამყვანი, თავდაჯერებული სახით ათვალიერებს წიგნების გროვას, ისე რომ ყურადღებას არ აქცევს მასზე შემდგარ ქალს, იღებს ერთ-ერთ წიგნს, რის შედეგადაც გროვა იშლება და ქალის ყოფიერების დილემაც წყდება: სავარძელში ჩამჯდარი წამყვანის უკან ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობს მსახიობი გოგონა ხელების ფართხალით გამოხატოს ჩამომხრჩვალი ადამიანის წინასასიკვდილო კონვულსიები. წამყვანი კონცენტრირებული სახით განაგრძობს კითხვას, ეკრანზე მოთამაშე ასოები კი გვამცნობენ, რომ თურმე გადაცემა „ლიტერატურული უწონადობასთან“ გვქონია საქმე.“ Continue reading

Run Fiso Run (ვერსად გაიქცევი ,დიდი დიდი გამოგეღვიძოს )

ტეგები

, , ,

კოკისპირული წვიმის შემდეგ მწვანედ აფეთქებული ტყე …თუმცა ისევ წვიმს,ახლა უფრო სუსტად..აქა იქ  … ფოთლებზე დაგროვილი წყალი იღვრება და ხმაურთ ეშვება დანამულ ბალახზე … თანდათან   ბნელდება, მწვანეში ბაცი შავი ირევა და ყველაფერი გულის ამრევი მომწვანო-მოშავო ხდება ..  გრუხუნი მესმის ,აი სადღაც მეხიც გავარდა, ელავს თუმცა არ ანათებს ,რაღაც ისე ვერ არის ,ბუნებაში ცვლილებებია ?!  საშინელი ხმაურია მაგრამ ჩემს წინ სურათზე ყველაფერი უცვლელია ,.ზემოთ, ქვემოთ , მარჯვნივ, მარცხნივ  ყველგან მწვანეა ,გულის ამრევი მწვანე ..და  მაინც საიდან ისმის ხმაური ? რატომ არ ანათებს ელვა ? მეშინია მაგრამ არ გავრბივარ …იქ ვარ ,მაგრამ არ ვარ .ჩემ სხეულს ვერ ვხედავ  (ალბათ მეც მწვანე ვარ და არ ვჩანვარ )     ჩუმად ..არ გაინძრე …კადრში ცვლიებაა ..რაღაც მოძრაობს  ..ტყის სიღრმიდან რაღაც გამოდის ,ან ვიღაც ვერ ვარჩევ..ახლოს უნდა მივიდე ,მაგრამ მახსენდება რომ მე იქ არ ვარ ,ან ვარ და უძრავი ტყის კადრის ნაწილი ვარ, მაშასადამე არ ვმოძრაობ  …სხვა გზა არ მაქვს ველოდები ,ის თანდათან დიდება  ,მიახლოვდება  მე არ გავრბივარ (აზრადაც არ მომდის ) …ტყეში შუქი ქვრება ,მერე ისევ ინთება ოღონ ნელ-ნელა ,ჯერ შორს სიღრმეში აციმციმდა სუსტი ნათება და წინ მოიწევს …აი ბოლო კადრიც გააანათა  … გოგონა თეთრი კაბით და შავი ნიღაბით ,თვალებს ვერ ვარჩევ (არა მაინც რატომ არ გავრბივარ) მეშინია ….იქნებ მეყვირა მაინც ( მაგრამ გრუხუნია ალბათ ჩემ ხმასაც ვერ გავიგონებ)  მწვანე მინდორში თეთრმა არსებამ ჩამიქროლა ,ვერ ვხედავ ,ვერ ვარჩევ  ,თვალები მეღლება მაგრამ არ ვხუჭავ , აი ისევ გამოჩნდა … კატაა….კი კატააა აი ვხედავ  ,შეშინებულია და გოგონას ფეხებში იმალება ..გაქრა..ახლა ჩემ წინაა კარგად ვხედავ ,მაგრამ ვერ ვეხები ..ისევ გაქრა….გოგონა შავი ნიღბით უძრავად დგას ხის ქვეშ  …    მძიმე მუსიკის ჰანგები იღვრება ტყეში ..,თანდათან ძლიერდება ,გრუხუნის ხმას ვეღარ ვარჩევ   ,  მუსიკა ყველგანაა …მეშინია და ისევ ვერ გავრბივარ ….ახლა უკვე ვიღაცის ხმაც მესმის  ,ვერ ვხედავ ,მაგრამ  დიდი უნდა იყოს ,,იმდენად დიდი რომ ყველაფერს მოიცავს ,მეც მწვანე ტყესაც ,გოგონასაც და  ფისოსაც …. ახლა სიტყვებასც ვარჩევ : ,, ფისო რატომ დაკარგე ფისო? !!! ”    ….. ,,ფისო რატომ დაკარგე ფისოო?! ”  ხმა არ ჩერდება ,გამუდმებით იმეორებს მონოტონურად  ..,,ფისო რატომ დაკარგე ფისო ?! ”  გოგონა უძრავად  აღარდგას  , გაქრა ,ისევ გამოჩნდა ,ოღონდ უფრო შორს ,,ფისოც  გაქრა ..ისევ გამოჩნდა ..ჭადრაკისებურად მოძრაობენ …თანდათან პატარავდებიან ,თითქმის ვეღარ ვარჩევ ….  უცებ ყველაფრის ხმა იფარება …მეხი გავარდა,როგორც იქნა ტყეშიც განათდა ელვა ….განათდა და  უცებ ყველაფერი ქრება …მწვანე აღარაფერია ყვითელი კედელი მიყურებს ,გრუხუნის ხმა ისევ მესმის,კოკისპირულად წვიმს  და ღამის პირველი საათია … შეტყობინების ხმაა  ..ხელს ვაცურებ ბალიშის ქვეშ…დდხანს ვუყურებ ეკრანს ვცდილობ ნაწერი გავარჩიო…არის .. შეტყობინება ფისოსგან :,, ქეეთო გავგიჟდი ………………………”    anybody can explain what the fuck is going on?  :))))P.S.  ფისოოო რატო დაკარგე ფისო? :))))** Image

დაასრულეთ ანდაზა : ,,უსაქმური კაცი ……………“

ტეგები

,



     Image არ ვიცი ამ თემაზე რამდენი დაიწერა ან რამდენი დაიწერება. ეს ის შემთხვევა, როცა  ჩემი აზრის  დაფიქსირება აუცილებლად მიმაჩნია. რაც გუშინ,  17 მაისს რუსთაველის გამზირზე მოხდა, ყველას გვეხება .
       ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს  ქართველი ახალგაზრდობაც გამოეხმაურა და მშვიდობიანი აქციით  ცდილობდა თავისი აზრი დაეფიქსირებინა.  დაეფიქსირებინა ის, რომ  მათ სიყვარული უყვართ და არა სიძულვილი, მეგობრობა და არა მტრობა, მშვიდობიანობა და არა აგრესია. ის შედეგი კი, რაც ამ ახალგაზრდების უწყინარ სურვილს მოჰყვა მთელმა საქართველომ ნახა. ქვეყანას, რომელიც დემოკრატიულობას ჩემობს, დასავლეთისკენ „იწელება“ ,  ,,ზაფხულის ღამის სიზმრებში“ უდიდესი სასოებით უმზერს ევროკავშირსა და ნატოს ადამიანის განსხვავებული აზრი ვერ მოუთმენია,  აბა დემოკრატია ?! დამანახეთ, იქნებ კარგად ვერ ვხედავ და ცხვირწინ მაქვს ? კი , მართალია დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას,  სატყუარასავით ცხვირწინ გვიტრიალებენ, ჭმევით კი ნურას უკაცრავად! სამაგიეროდ სხვას  ,,გვაჭმევენ“ ბევრს… იცოცხლე , მაგრამ ვინც არ ვჭამთ, გაგვატარეთ!  მე არ ,,ვჭამ“  იმას, რომ თუ დღეს უდანაშაულო ახალგაზრდებმა  საზოგადოებას სთხოვეს – ,,ნუ შეგვიძულებთ, გიყვარდეთ!“ – ამის გამო აქ სოდომ- გომორია; მე არ ,,ვჭამ“ იმას ,რომ  როცა  ხვალ გავიღვიძებ, ამ ბავშვების განსხვავებულობის გამო გოგირდის წვიმა საწოლშივე ამომხრუკავს;  მე არ ,,ვჭამ„  იმას, რომ  მმკ-ას  ყველაზე სწრაფმავალი ტრანსპორტის ბილეთები არ აქვს დაჯავშნული პრდაპირი რეისით ჯოჯოხეთისკენ.
     დღეს ჩემს ოთახში ვისივენებდი და თან რადიოს ვუსმენდი ( ჩემდასაუბედუროდ, ამ ბოლო დროს დამჩემდა ) უნივერსიტეტიდან მოსულს, დაღლილ-დაქანცულს  მიწისძვრის ბიძგებმაც კი ვერ ამაწევინეს სხეული. სამაგიეროდ, რადიო ტალღა  105.0 ზე გაჟღერებულმა ჰომოფობიურმა, სიძულვილითა და ღვარძლით გაჟღენთილმა სიტყვებმა ლამის ლოგინიდან გადმომაგდეს.
      გადაცემის წამყვანი და  მისი სტუმარი   (ერთ–ერთი მამა)  აქციიის მონაწილეებს მიწაში დებდნენ, მერე ისევ იღებდნენ  ,ჰაერში სამჯერ ატრიალებდნენ  და ისევ მიწაში აბრუნებდნენ. არ შემიძლია ის „საოცარი ჭეშმარიტებით განათებული მარგალიტები“ არ  მოგაწოდოთ, რაც  ჩემმა უბედურმა ყურებმა მოისმინეს: „პატივცემული“ წამყვანი  მიუაღრესი მწუხარებას გამოხატავს იმის გამო, რომ  ამ აქციის დროს ადამიანები დაზარალდნენ: ზოგი პატრულმა დააკავა და ზოგიც დააჯარიმეს . მეც კანტუზიანივით ვუქნევ თავს დიქტორს და მის წუხილს ვიზიარებ,  აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ლევან ბერიანიძის არაადამიანური ცემის ფაქტთან დაკავშირებით ,ერთ–ერთი თავგამოდებული მამულიშვილისა და  დავით აღმაშენებლის  ღირსეული მემკვიდრის მიერ .მაგრამ მალე კისერიც მიშეშდება და მოულოდნელობისგან(და არა მიწისძვრის ბიძგებისგან ) უკვე მეორედ მემუქრება ლოგინიდან გადმოვარდნა. გადაცემის წამყვანი წუხს, რომ ამ ადამიანის „პროვოკაციის“   ,,ჩვენი ბავშვთა გამრყვნელის“ , ,, გადაგვარებული არსების“ შემხედვარე   მოქალაქემ ( ზემოთ ხსენებულმა აღმაშენების ღირსეულმა მემკვიდრემ)  თავი ვერ შეიკავა და   „ამ არსებას“ (ადამიანსაც არ უწუდებს ) ხელით შეეხოო ( ვინც არ  იცის, ეს ხელით შეხება გულისხმობს,  უდანაშაულო ადამიანის არაადამინურ ცემას, მისი  განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისთვის),  რის გამოც  პატრულმა დააკავა და  ჯარიმაც დააკისრა.  აი, რაში ყოფილა მთელი ტრაგიზმი… აი,  მთელი შეხლა- შემოხლის  უმწეო მსხვერპლი… აი, სად დაინახა ჩევნმა „ნაღებმა და კდემამოსილმა საზოგადოებამ“  ადამიანის უფლებების შელახვა .   ან ეს ხალხია ბრმა ან მე და თუ მე ვარ, დაე ვიყო. მე ჩემ ,,სიბნელეში„ ცხოვრება მირჩევნია  ვიდრე თქვენს ,,სინათლეში„
   ცოტა ხანში გადაცემაში  ახლაგაზრდა ქალმა დარეკა ( ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, საოცრად მშვიდი და სასიამოვნო ხმა  ჰქონდა ) კითხვა არ დაუსვამს, საკუთარი აზრი დააფიქსირა (მისი მსგავსები კითხვებს იშვიათად სვამენ , იგულისხმება, რომ მათ ყველაფერი იციან და მათი შეხედულებებში მთელი საზოგადოების შეხედულელები მოიაზრება).   მან მადლობა გადაუხადა წამყვანს საზოგადოების ამ ,,ჭირზე“ გადაცემის გაკეთებისათვის, რომ ის და მისი სტუმარი ასეთი  შემართებით  ასწორებდნენ გუშინდელი აქციის მონაწიილეებსა და მათ მსგავს „სიმახინჯეებს“ მიწასთან. აი, შემდეგ კი დაიწყო,  მაგრამ რა დაიწყო?!  ყურებს არ ვუჯერებდი ,როგორ შეიძლებოდა ამ ანგელოზის ხმას ამდენი სიძულვილი და კაცთმძულვარება დაეტია ( რაღა კაცთ…, აქციაზე პრტიტველა ბავშვები  იყვნენ გამოსულები)?!  ამ ქალმა სრული სერიოზულობით ინანა, რომ საქართველოში სასჯელის უმაღლესი ფორმა – სიკვდილი  არ იყო და ამ   ,,საზოგადოების სირცხვილის“ ამოსაძირკვად სიკვდილის  მანქანა არ  მუშაობდა  .  და ბოლოს დაამატა, რომ ის მართალია ქალია, მაგრამ  ამ აქციაზე რომ ყოფილიყო , „აუცილებლად  დაარტყამდა“ რომელიმე მათაგნს ( აფერუმ შენ ქალობას! ქალიც შენ ყოფილხარ და ქალიც ! მაია წყნეთელის   ზმანებამ გამიელვა გონებაში )!!!    ქალბატონო,  ჩემი აზრით, თქვენც და ყველა თქვენი მსგავსიც  უსაქმურები ხართ . თუ შვილებზე დარდობ, იმის ნაცვლად რომ  სხვის საძინებელში იჭვრიტინო და არკვიო  ვისი ვისსაშია, კაცის – ქალისაში თუ კაცის – კაცისაში, წადი და ბავშვების აღზრდას დაუთმე შენი ძვირფასი დრო !!! აქ უკვე  ნერვები მღალატობს,მობილურიდან ყურსასმენებს ვაძრობ და  მესამედ, უკვე ჩემი ნებით,  ვდგები ლოგინიდან  . ნერვები არც სხვა მარგალიტების გასახსენებლად მყოფნის და უბრალოდ  ერთი ჩვენი თანამოქალაქის სიტყვები მახსენდება  : ,,მოგიტყანთ დემოკრატია! „

ერეკლე დეისაძე – ადამიანი, რომლის შემოქმედების წყაროც და მიზანიც პროტესტია

ტეგები

, ,

         ავად თუ კარგად, ის ყველასთვის საკმაოდ ცნობილია. ერეკლე დეისაძემ პირველი სკანდალური წიგნის ,,საიდუმლო სირობის „ ფურცელი უკვე გადაშალა და ახლო მომავალში  ახალი წიგნითა და საზოგადოებისთვის აქტუალური ახალი პრობლემებით  მოგვევლინება. საზოგადოების მხრიდან  წარმოუდგენელი  წინააღმდეგობისა და  გამოვლენილი აგრესიიის მიუხედავად ,ის მშვიდად აგრძელებს თავსი საქმიანობას . ყველა შესაძლებელი გზით ცდილობს  თავსი სათქმელი საზოგადოებას გაუზიაროს  და იმედი აქვს ,რომ  თუ ყველა მოინდომებს  ცხოვრება გაცილებით უკეთესი იქნება.

  -იმიჯი შეიცვალე და ცდილობ შენი სახელი მხოლოდ ,,საიდუმლო სირობის“ ავტორთან არ ასოცირდებოდეს. ამის მიზეზი ერეკლე დეისაძის შეხედულებების შეცვლაა თუ ეს კიდევ ერთი წინასწარ გათვლილი მარკეტინგული ნაბიჯია?

      –შეხედულებები არ შემიცვლია, მაგრამ ჩემთვის უინტერესოა ,როცა  მწერალი ერთი და იმავე  თემაში იკეტება ,ეს ბევრს დაემართა და ვფიქრობ მკითხველისთვის მომაბეზრებელია. ის თემები  რაც მე მაწუხებდა ,როგორიცაა გაზულუქებული მამაოები ,ეკლესია ,რომელიც მარკეტინგის სფეროდ არის ქცეული და სულიერებასთან აღარავითარი კავშირი არ აქვს ,ისევ რჩება ჩემთვის აქტუალურად, თუმცა ეს თემები უკვე ავსახე  ჩემს პირველ წიგნში და აღარ ვაპირებ განვმეორდე. არ მინდა ჩემი სახელი კვლავ ამ თემებთან ასოცირდებოდეს. ახალ წიგნში შევეცადე  მკითხველამდე სხვა პრობლემები მიმეტანა.

       -შენს ბოლო წიგნში, ,,დამლაგებელი“ ,რომელიც ჯერ არ გამოსულა,ლიტერატურულ პროცესებში მიმდინარე პრობლემებს ეხები.კონკრეტულად რომელ მათგანზე მიუთითებ ?

-პრობლემა ბევრია . პირველ რიგში ის, რომ გამომცემლები ძუნწები არიან ,რაც ლიტერატურული პროცესის წინსვლას ხელს უშლის. პირადად ჩემი წიგნის გამოსვლის გადადებაც ამასთან არის დაკავშირებული – ჩემი და გამომცემლის შეთანხმება ვერ მოხერხდა ,რადგან  მოგებიდან წარმოუდგენლად დაბალ პროცენტს მთავაზობენ. საბოლოოდ მივხვდი,რომ საქართველოში მწერლობით თავს ვერ შეინახავ. წიგნში  იმ ცნობილი მწერლების პროტოტიპებიც მყავს წარმოჩენილი, რომლებიც დღეს ყველა წვრილმანზე წერენ, გარდა იმ პრობლემებისა, რომლებიც რეალურად არსებობს. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, მწერლები ერთმანეთის წიგნების პრეზენტაციაზე ,,ალაფუშეტის“ გამო უფრო რომ დადიან, ვიდრე თავად წიგნის შესაფასებლად. რეალურად, საქართველოში ლიტერატურული კრიტიკა არ არსებობს. მწერლები ერთმანეთს პირისპირ აქებენ, ზურგს უკან კი მიწასთან ასწორებენ. ეს ის პრობლემებია, რაზეც აუცილებლად უნდა ითქვას და დაიწეროს.

     –,,დამლაგებლის“ ერთერთი მთავარი პერსონჟი ქალია. ნარატივად საპირისპირო სქესის გამოყვანა მწერლისათვის რთული უნდა იყოს. ხომ არ შეეცადე ამით ქალის ფსიქოლოგია ამოგეხსნა ?

     – როცა ,,საიდუმლო სირობა“ დავწერე, უკვე გადაწყვეტილი მქონდა ჩემი შემდეგი წიგნი ქალის ენით  დამეწერა. ჩემს ირგვლივ ყველა რჯულის ქალი ტრიალებს და მათზე დაკვირვებამ გადამაწყვეტინა ქალის ტყავში გავხვეულიყავი და  ახალ წიგნში დეისაძე ქალი ყოფილიყო. წიგნიდან ნაწყვეტების წაკითხვისას ბევრს გაუჩნდა აზრი, რომ ტექსტი სავარაუდოდ მოპარული იყო. გამოდის, რომ ჩემს დასახულს მიზანს თავი გავართვი. თუმცა, ვნახოთ ფართო მკითხველი, როგორ შეაფასებს.

რამდენად მართებულად მიიჩნევთ ახალგაზრდა  მწერლებისა და პოეტების მწერალთა კავშირში გაწევრიანებას ?

თუ ვინმე ამ ნაბიჯს დგამს, ეს მისი საქმეა. თუმცა მე რაც შემეხება, დეისაძე ვერ წამომიდგენია მწერალთან კავშირში. როცა მე რუსთაველის პრემიაზე ვიყავი ნომინირებული, თავად მოვხსენი ჩემი კანდიდატურა. აქ პრობლემა მიდგომასთან იყო: რა კავშირშია რუსთაველი და დეისაძის ,,ნაჟღაბნი „?! ისინი, ვინც ამ კავშირში წევრიანდებიან, ჩემთვის კარიერისტები არიან. არ შეიძლება მწერალს ჰქონდეს ხელფასი იმის გამო, რომ წერს. ყველაზე ღირებული ლიტერატურა კრიზისის პერიოდში იწერებოდა, როცა მწერალს ყველაზე მეტად უჭირდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვისაც ეკონომიკურად არ უჭირს, ღირებულს ვერაფერს შექმნის, თუმცა მწერლისთვის მარადიული და აფსლუტური კომფორტი საზიანო იქნება .,წარმოუდგენელია სავარძელში იჯდე, არავითარი პრობლემა გაწუხებდეს და თან რაიმე ღირებულს ქმნიდე. ასე რომ, ვისაც ეს სურს, შეუძლია მივიდეს და გაწევრიანდეს, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს მიუღებელია.

არ  მიგაჩნია, რომ ,,საიდუმლო სირობისადა შენი პოპულარობის მთავარი მიზეზიმმკ” და  შენი წიგნის გამოსვლაზე მათი რეზონანსია?


რა თქმა უნდა. როცა ამ წიგნს ვწერდი, პირდაპირ ამ კავშირზე მქონდა გათვლა. შევეცადე, რაც შეიძლება გამეღიზიანებინა. ამისთვის საკუთარი უსაფრთხოებაც სასწორზე დავდე – დიდი შანსი იყო ქუჩაში ვინმე დამხვედროდა და მოვეკალი, თუმცა იმ დროს ეს არ მადარდებდა. მთავარი იყო ჩემი სათქმელი და ამ ადამიანების არასწორ ქცევაზე პროტესტის გამოხატვა იყო. ერეკლე დეისაძე, როგორც ,,საიდუმლო სირობის „ ავტორი მმკ -მ  შექმნა, მისი წარმონაქმნია.  ისინი რომ არა, მე ამ წიგნს არ დავწერდი. ჩემმა გათვლამ გაამართლა – ამ წიგნზე ალაპარაკდა როგორც საერო ისე სასულიერო ფენა, თვით პოლიტიკოსების განსჯის საგანიც კი გახდა. შესაბამისად, მიზანმა გაამართლა. ხალხმა ფიქრი დაიწყო. მე ადრეც გადავუხადე მმკ-ს მადლობა და ახლაც ვუხდი, რომ ჩემი წიგნი ასეთი პოპულარული გახადეს.

,,ღმერთი მწამს ,მაგრამ მღვდლები არ მიყვარს“-ეს შენი სიტყვებია.რა დოგმები და საქციელი გაღიზიანებს სასულიერო პირებში?

ეს რა თქმა უნდა ყველას არ ეხება ,100% -ში შეიძლება 10% ისეთი იყოს, რომელიც პატივისცემას იმსახურებს და ეს უმცირესობა დანარჩენებათან ერთად ერთ ტაფაში არ უნდა მოვხრაკოთ. მე ვიცნობ მამაოებს ,რომლებსაც პატივს ვცემ და მათი სიტყვის მჯერა. მაგრამ იმათი არ მჯერა, ვინც მეუბნება :,, ნეტარ არიან გლახაკნი“და თავად ჯიპში სხედან. ეს ორი რამ ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის. თუ ერეკლე დეისაძე ცოდვილია და დახმარება სჭირდება, ჯვრით კი არ უნდა გამომეკიდო, მოდი და ამიხსენი, რომ მე ვცდები და არასწორ გზას ვადგავარ, სწორ გზაზე დამაყენე. ახლახან მოხდა ფაქტი, როდესაც ერთ-ერთი მოძღვარი ქუჩაში კიბოიანი შვილის დედას,სანთლების გამყიდველ ქალს, აიძულებდა  ეს საქმიანობა შეეწყვიტა, რადგან მისი თქმით სანთლები მხოლოდ ეკლესიაში უნდა იყიდებოდეს. ამის შემდეგ როგორ მოვისმინო მისი ქადაგება ადამიანობაზე და ჰუმანურობაზე. ასეთ ფაქტებზე თავად ეკლესია რომ გამოდიოდეს და ამხელდეს, მე გავჩუმდები და მოვუსმენ, მაგრამ ასე არ ხდება, რადგან ამათაც სახელმწიფო უმაგრებს ზურგს. ესაა მიზეზი მათი აშკარა და ზღვარსგადასული საქციელისა. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო სიწმინდესა და სულიერებასთნ.

სოციალლური ქსელით გავრცელდა შენი ახალი სიმღერა ,,დადექი მუხლებზე“, რომელიც შენი განცხადებით ვოვა არუთინოვს ეძღვნება.რატომ ვოვა არუთინოვი?


ვოვა არუთინოვი არის ქართულ წიაღში წარმოშობილი ფენომენი,რომლის დავიწყებაც არ შეიძლება.პირდაპრ მოვუწოდებს მწერლებს ,მუსიკოებს, ყველა ხელოვანს,  ბევრი იფიქრონ და წერონ ამ თემაზე. ეს ადამიანი ჩემს თვალში არის გმირი თავისი გამბედაობით. მასთან შედარებით ჩემი თავი არარაობა მგონია, რადგან ამ ადამიანმა კონკრეტული ნაბიჯი გადადგა რაღაც ცვლილებისათვის. იქ შეიძლება უდანაშაულო ადამიანებიც დაღუპულიყვნენ, მაგრამ მის საქციელს გლობალურ ასპექტში თუ განვიხილავთ, ჩემთვის სრულიად მისაღებია. იქ რომ რომელიმე პრეზიდენტი დაჭრილიყო, ან დაღუპულიყო, დღეს სამყარო სხვანაირი იქნებოდა.ეს ჩემთვის ტერორიზმი არ არის. ის არ იყო არც რუსეთის, არც ამერიკის აგენტი. ის იყო ერთი უბრალო ვაშლიჯვრელი ახალგაზრდა, რომელსაც დედის გარდა არავინ ჰყავდა. როცა შეხედა, ვიღაც ამერიკელები ნავთობის გამო ერაყელ ბავშვეს ხოცავდნენ, ჩაიფიქრა, რომ ამ მომენტს გამოიყენებდა და სამართლიანობის აღდგენას შეეცდებოდა. ამ მხრივ იყო ჩემთვის ეს თემა ძალიან საინტერესო. მივხვდი, რომ ამ ადამიანის მიმართ ჩემი პატივისცემა სიმღერით უნდა გამომეხატა და მიმაჩნია, რომ კარგად გამომივიდა, მიზანი მიღწეულია.

-ხარ თუ არა მუსიკალური კარიერით სერიოზულად დაინტერესებული თუ ეს უბრალოდ საკუტარი მოსაზრებების ეფექტურად გამოხატვის საშუალებაა?

    – ნამდვილად, ჩემი მოსაზრებების ეფექტურად გაგმოხატვის საშუალებაა. ადრე, როდესაც ამას ლექსებით ვცდილობდი, მივხვდი, რომ ლექსი რაც არ უნდა კარგი იყოს,  დაუსრულებლად  შენს წაკითხულს არ მოისმენენ. ვიღაცას აუცილებლად დაამთქნარებს ადრე თუ გვიან, რადგან დამღლელია. შესაბამისად მივხვდი, რომ ჩემი სათქმელის გადმოსაცემად ყველაზე კარგი გზა მუსიკა იყო.  ჩემი საყავრელი ჯგუფები :  Massive Attack , Tricky სწორედ Trip-Hop -ის ჟანრის წარმომადგენლები არიან. ისინი პოლიტიკური რეჩიტატივებით გამოდიან, ტექსზე ამახვილებენ ყურადრებას და მუსიკით გამოხატავენ პროტესტს. მეც სწორედ ამ ჟანრში ვიპოვე ჩემ თავი ესაა ჩემი მოსაზრებების ყველაზე ეფექტურ გამოხატვის საშუალება. მუსიკას სერიოზულად ვეკიდები. ერთ-ორ წელიწადში  შესაძლებელია ლიტერატურაში პაუზა ავიღო  და მთელი დრო და ენერგია მუსიკას დავახარჯო.

-ასრულებ თუ არა სამოქალაქო პასუხისმგებლობებს?

   –  არ ვაპირებდი ამ შემთხვევაზე საჯაროდ მესაუბრა ,მაგრამ რადგან კითხვამ მოიტანა გეტყვით. ერთერთ საინფორმაციო  საიტზე ვნახე ვიდეო. ქალაქ რუსთავში 116 წლის ქალი შიმშიილით კვდეობოდა.თუ სახელმწიფოს ფეხებზე კიდია, გამიჩნდა კითხვა ,ამ დროს მე რას ვაკეთებ მის დასახმარებლად. გავაკეთეთ პატარა  live  კონცერტი ,შემოსული მცირედი თანხით  ვიყიდეთ საჭმელები და  რუსთავში წავედით. მესამე დღეს ადგილობრივი მთავრობაც მივიდა ამ მოხუცთან.  ცხადად ჩანს მათი დამოკიდებულება სოციალურად დაუცველი ფენის მიმართ .მაგრამ მე ყველას მივცემ რჩევას ,ნუ უყურებს  მთავრობას,ერთ დღესაც გაიღვიძეთ და თქვით რომ  ხელისუფლება არ არსებობს. ყველამ  სათითაოდ შევეცადოდ მცირე წვლილი მაინც შევიტანოთ საერთო საქმეში. ჩემი სამომავლო იდეაა შევკრიბო ხელოვანები,მუსიკოსები,ყველას ვისაც ამის სურვილი ექნება და საქველმოქმედო კონცერტი ჩავატაროთ, რომლის მიზანიც ისევ და ისევ ასეთი ხალხითვის დახმარება. ხელის გაწოდება იქნება. სწორედ ამ მიზნის განხორციელებით ვარ ამჟამად დაკავებული.

-ერეკლე დეისაძე:,, ისე უნდა იცხოვრო,რომ მოგკლან და ისე უნდა მოკვდე რომ დაიბადო“ ამ გადმოსახედიდან შენი ცხოვრება ამ პრინციპს ეხმიანება?

   –ჯერჯერობით ცოცხალი ვარ (იცინის). ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ. ეს ფრაზა, რა თქმა უნდა, ქვეტექსტს მოიცავს. თუ დააკვირდებით, იგი იესო ქრისტეს ცხოვრებას მიესადაგება. ის მოკლეს და შემდეგ ხელახლა დაიბადა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ჩემს თავს მესიად ვასაღებ. არა, რა თქმა უნდა. მაგრამ ყველამ თავის ღმერთი უნდა იპოვნოს. მე ასე მესმის. პირადად მე, ის ლიტერატურაში აღმოვაჩინე: როცა ვწერ ღმერთი მე ვარ.  დანარჩენს, ჩემს ცხოვრებას თუ სიკვდილს ( როგორც სახელს) საზოგადოება გადაწყვეტს.

მადლობა, წრმატებები!

მადლი თუ უღმერთობა?

დღეს აღდგომის ორშაბათია ,თუ აღდგომის შემდეგ პირველი ორშაბათი ,საერთოდაც მიცვალეულთა დღე ,მგონი ასე უფრო მოიხსენიებენ.    არც ჩვენ ჩამოვრჩებით საზოგადოებას რელიგიულ რიტუალს გადასულს ტრადიციაში ,თუ ტრადიციას გადასულს რელიგიულ  რიტუალში ვასრულებთ.სასაფლაოზე მივდივართ. ისეთი დღეა ღვთაებრიობა სუფევს ყველგან.  აი პირველი ნიშანი : ტაქსი გამოვიძახეთ. ოპერატორი ქალი მონოტონური ხმით გვეუბნება ,რომ მგზავრობა ათი ლარი დაგვიჯდება ( რომელიც ჩვეულებრივ დღეებში სამი ლარი ღირს) და საზეიმო ხმით აყოლებს -,,ქრისტე აღსდგა!” ..ჰაჰ , აღსდგებოდა აბა რა ,თავად ქრისტე მელაპარაკა ამ ქალის ხმით. სხვა რა გზაა ,ვთანხმდებით. თავს ზემოთ ძალაა არაა!

ტაქსი მოვიდა და აქვე მეორე ღვთაებრივი ნიშანი , ტაქსისტმა გამოგვიცხადა რო აღმართზე ბოლომდე არ აგვიყვანდა ,რადგან შეიძლება ,,პროპკაში” გაჭედილიყო და რა თქმა უნდა მანაც საზეიმო ხმით დააყოლა -,,ქრისტე აღსდაგა!” ესეც მეორე ანგელოზი.

თაკარა მზე.ალბათ 27 გრადუსი მინც იქნება ,მტვრიანი ,აყრილი გზა ,აღმართი..და ჩვენ..ჩანთებით წელში გახრილები..რო აღარც გაილია.. არა დილასვე ხო ვამბობდი ,რაღაც ღვთაებრივი დღეამეთქი.

როგორც იქნა მივაღწიეთ. ახლობელები,ნათესავები .ისევ აღსდგა …ისევ ჭეშმარიტად..ფუსფუსი… სუფრის გაშლა..აბა ვის რა აქვს მოტანილი ?! გვერდით სუფრაზე თვალის გადავლება … ,,ოჰოო ამას რა თავი მოუფხანია,მწვადი რამ მოაფიქრა …რა ცხვირწინ მიტრიალებს…არა მეთვითონ როგორ ვერ მოვიფიქრე ” და ასე დაუსრულებლად   ,სანამ ვიღაცას მიცვალებულიც არ გაახსენდება..აქა-იქ ჩამოგდებული ცრემლი..ვიღაცის მოთქმა ..და მერე…მერე იწყება  ნამდვილი არდავიწყება – ,,ქეიფი საფლავზე”. მახსოვს პირველად რომ  გამიჩნდა პროტესტის გრძნობა ამ საფლავზე გამართული ქეიფების მიმართ ,ვიკითხე -რა საჭირო იყო ამდენი ხორაგის მომზადება  და საფლავზე გატანა . ხოდა პასუხიც მივიღე :შვილო ამას მიცვალებულებისთვის ვაკეთებთ…იქ მიუვა..მადლიაო- ვერაფერს იტყვი,რკინასავით მყარი არგუმენტია …თქვეს მიუვაო და ესეიგი მიუვა. აი მადლს რაც შეეხება :ზუსტად ის დროა ქათმის ბარკლების გადაწოდებ გადმოწოდებაა და საჭმლით სავსე სუფრას ციგნის ბავშვი მიუახლოვდა .ძველმანჩამოკონკილი ,გამურთხული,ფეხშიშველი სიარულისგან ქუსლებდახეთქილი ,გამოწვდილი ხელით და დამტვრეული რუსულით ითხოვდა  ,, Дай хлеб, бог поможет!” ბევრი ვერ გავარჩიე ..ესეც საკმარისი იყო ..ამ ,,ღვთაებრივ” დღეს ისიც ღმერთს ახსენებდა . ღმერთი ჩვენ დაგვეხმარება თუ არა არ ვიცი,მაგრამ ამ ბიჭს რომ ვერ დაეხმარა აშკარა იყო.. ,,აბა აქედან დაიკარგე “..,,ღვთის გლახა” ..,,მაინც რა კალიებივით არიან მოდებულები “…ოოოო ,აი მადლიც..კი კი მიუვა , მიუვა აბა სად წავა..    სადაცაა თავი გასკდება.მზის გულში ვზივარ.,,ქეიფი საფლავზე ” გრძელდება .მოიცა ჯერ ბოლო ჭიქა არ დაცლილა..ნუთუ არაოდეს არ დამთვრდება.მაინც რა მარაზმია

უკან ისევ ფეხით მივდივართ.ისევ თაკარა მზე, ისევ მტვრიანი გზა.. როგორც იქნა გაჩერებამდე ჩავაღწიეთ. აი ბოლო ,,ღვთაებრივი” ნიშანიც…ისევ ის ნაცნობი ციგნის ბიჭუნა გამოჩნდა , წითელი ვაშლი უჭირავს , დაკონკილ სვიტერს უხდება(ისიც წითელია). გზაზე გადადის,მძიმედ მიაბიჯებს დახეთქილი ფეხებით…,,ამოწყდი ერთ დღეს ! ” ეს უკვე გვერდიდან მესმის ( მაინც ვის რას უშავებდა. ოხ ეს ჩვენი ტოლერანტობა) ფრთხილად მივიხედე .შავოსანი ქალი იდგა . რაღაცნაირი წმინდა გამოხედვით ,უცნაურად განათებული და კლდემამოსილი სახით . მერე ზემოთ ავიხედე.  აღმართის ბოლოს ეკლესია იდგა .. თითქოს ზარების ხმაც მესმის შორიდან …და შეშაფერისი დასასრული : ჩვენთან არს ღმერთი ! ……..

არა , აქ სრული უღმერთობაა!….